ოსიმენი:

ოსიმენი: "ჩემი ფასი 100 მილიონზე მეტია, მსოფლიოში ჩემნაირი ცოტა ფეხბურთელია"

ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ მისი ფასი 100 მილიონ ევროზე მეტია. „გალათასარაის“ ფორვარდის განცხადებით, მისნაირი ფეხბურთელი მსოფლიოში ძალიან ცოტაა.

„ჩემი ფასი 100 მილიონ ევროზე მეტია. მსოფლიოში ჩემნაირი ცოტა ფეხბურთელია, ვინც ამ სტილით თამაშობს და ასეთ წარმატებას მიაღწია. ყველაფერი ჩემს თვისებებს და ხარისხს უკავშირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 100 მილიონზე მეტი ვღირვარ.

სტამბოლი წარმოუდგენელია. ძალიან დიდი ქალაქია, ეს არ ვიცოდი. მე, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ძალიან ბედნიერები ვართ აქ, სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაის“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა და უკვე მოასწრო ორი გოლის გატანა და სამი საგოლე პასის გაკეთება.