რიზ ვიზერსპუნი და მისი გუნდი ფილმ „ქერათმიანი ადვოკატის“ პრიქველისთვის ახალგაზრდა ელი ვუდსის როლის შემსრულებელს ეძებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მსახიობმა და პროდიუსერმა, რიზ ვიზერსპუნმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კასტინგის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
მისი თქმით, Prime Video-ს სერიალის, „ელის“ გადასაღებად ელი ვუდსის როლის შემსრულებელზე ღია კასტინგი ცხადდება. სერიალი „ქერათმიანი ადვოკატის“ პრიქველი იქნება, რომელშიც ელი ვუდსის ცხოვრების სასკოლო პერიოდი იქნება ნაჩვენები.
„ვიწყებთ ღია კასტინგებს, ძალიან სახალისო იქნება“, - ამბობს ვიზერსპუნი ვიდეოში.
ვიზერსპუნი „ქერათმნიან ადვოკატში“ ელის როლს თავად ასრულებს. პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა.