სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში დიასპორასთან შეხვედრისას „ქართულ ქარტიაზე“ ისაუბრა, სადაც დაადასტურა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ქარტიას ხელი ევროპელი პარტნიორების დახმარებით მოაწერეს. ანუ მან აღიარა, რომ ქარტიაზე ამ პარტიების ერთად დადგომა და მათი ხელმოწერის მიღება იყო რთული, მაგრამ მან დაარწმუნა ისინი, რომ ეს იყო სწორი გზა და ევროპელი პარტნიორების პირდაპირი დავალება შეასრულა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, არჩევნების მეორე დღეს, რადიკალების შემდეგი ნაბიჯი იქნება საერთო განგაში - თითქოს არჩევნები გაყალბდა და ოპოზიცია გარე აქტორების ჩარევით დაიწყებს ქუჩის პროცესებს და ამ პროცესებში მთავარი პოლიტიკური დირიჟორი სალომე ზურაბიშვილი იქნება.
„სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში დიასპორასთან შეხვედრისას „ქართულ ქარტიაზე“ ისაუბრა, სადაც დაადასტურა რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ქარტიას ხელი ევროპელი პარტნიორების დახმარებით მოაწერეს.
ანუ მან აღიარა, რომ ქარტიაზე ამ პარტიების ერთად დადგომა და მათი ხელმოწერის მიღება იყო რთული, მაგრამ მან დაარწმუნა ისინი, რომ ეს იყო სწორი გზა და ევროპელი პარტნიორების პირდაპირი დავალება შეასრულა.
არჩევნების მეორე დღეს, მათი შემდეგი ნაბიჯი იქნება საერთო განგაში - თითქოს არჩევნები გაყალბდა და ოპოზიცია გარე აქტორების ჩარევით დაიწყებს ქუჩის პროცესებს.
ოპოზიციური სპექტრი მათ მიერ არჩევნებამდე წაგებულ არჩევნებს არ აღიარებს და რევოლუციური სცენარისთვის დაიწყებს გადაწყობას, ოპოზიციური სპექტრიდან ყველა ერთად გამოიყვანს ქუჩაში პოლიტიკურ აქტივისტებს და მათი პირდაპირი სამიზნე იქნება ცესკო. ისინი შეეცდებიან ცესკოს პიკეტირებას და პოლიტიკური პროცესების დამძიმებას.
ამ პროცესებში მთავარი პოლიტიკური დირიჟორი სალომე ზურაბიშვილი იქნება.
ის ფრანგული აქცენტით არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრებს...“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.