სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში ვიზიტის დროს დიასპორასთან შეხვედრისას „ქართულ ქარტიაზე“ ისაუბრა, სადაც პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ პარტიებმა ქარტიას ხელი სწორედ ევროპელი პარტნიორების დახმარებით მოაწერეს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „ქარტიაზე ამ პარტიების ერთად დადგომა და მათი ხელმოწერის მიღება არ იყო მარტივი, მაგრამ ნელ-ნელა დარწმუნდნენ, რომ ეს არის სწორი გზა“.
ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ამ პარტიებს შორის მუშაობა და ურთიერთობა არ იქნება მარტივი, მაგრამ იძულებული გახდებიან, კომპრომისებზე წავიდნენ.
„ამ მომენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს არც იმის საშუალება, არც დრო და არც გარემო, რომ ჩვეულებრივი არჩევნები ჩატარდეს, რითაც ადამიანები ირჩევენ იმ თუ ამ პარტიას, ეს უფრო ჰგავს რეფერენდუმს და უფრო ჰგავს დასტურის მიცემას, რომ ჩვენ რეალურად გვინდა ევროპულ გზას მივაღწიოთ და ეს ქარტია არის ევროპის სამოქმედო გზა, და ეს მიიღეს. ცხადია, რომ მათ შორის მუშაობა არჩევნების მერე არ იქნება მარტივი, არ იქნება მარტივი მათი ურთიერთობები, მაგრამ ისიც არის, რომ არავინ აღარ იქნება და ეს არის ალბათ ძალიან დიდი სიახლე ქართულ პოლიტიკაში. არცერთი ძალა არ იქნება ერთპარტიული მმართველი. იძულებული იქნებიან, რომ ერთმანეთთან კომპრომისებზე წავიდნენ იმიტომ, რომ დღესაც კვლევები ამას გვეუბნება, დაახლოებით ერთი წონის არიან ეს ოთხი პარტია. გინდ ცოტა წინ, გინდ ცოტა უკან, მაგრამ არავინ არის, რომელსაც შეუძლია, რომ სხვები გაწიოს გვერდზე, ეს ერთი. მეორე იქნება სწორედ ამ ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება ამაში, რომ ესენი უკვე ეუბნებიან და სხვათა შორის, თუ ხელი მოაწერეს, ასევე ეს არის მათი დამსახურებაც, უთხრეს, რომ ეს არის სწორი გამოსავალი და ამ პერიოდში, რაც იქნება არჩევნების მერე, ჩვენ თუ გვინდა რომ აღვადგინოთ ის სესხები, რაც დღეს არის გაყინული, თუ გვინდა, რომ აღვადგინოთ სავალუტო ფონდთან პროგრამა, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, რომ ამათმა ერთად იმუშაონ და გააკეთონ ის, რაც არის დაპირებული და მესამე- ხალხი, ეს არის პირდაპირ ხელმოწერილი დაპირება ხალხის წინაშე, ჩემს წინაშე კი არა, მე შეიძლება ხვალ ვიყო, არ ვიყო. და ეს ხალხი თუ კიდევ ვინმემ სცადა და მოატყუა, უკვე ისე გამოვა, რომ ვერავინ გადაურჩება შემდეგ არჩევნებზე. ასე რომ, არავის ვურჩევ სცადოს ამ ხალხთან კიდევ ერთ ტყუილზე თამაში. გავიაროთ ეს არჩევნები და ეს ყველაფერი მოგვარდება. რთული იქნება, მაგრამ რაც რთული არ არის საინტერესოც არ არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც მეტ ყურადღეაბას დაუთმობთ მისი ყრანტალის გარჩევას, მით უარესი ქვეყნის პროგრესისთვის