მარიამ ლაშხი ოპოზიციურ მედიას: 1633 რეზოლუციაზე, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრალად დებდა ომის დაწყებას - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა! სად იყავით მართლა რომ ყიდდნენ ქვეყანას?

მარიამ ლაშხი ოპოზიციურ მედიას: 1633 რეზოლუციაზე, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრალად დებდა ომის დაწყებას - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა! სად იყავით მართლა რომ ყიდდნენ ქვეყანას?

1633 რეზოლუციაზე, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრალად დებდა ომის დაწყებას - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა!  ჰააგის სასამართლოზე მრავალწლიანი შრომით „ქართულმა ოცნებამ“, ამ რეზოლუციის თუ სხვა დამალული ფაქტების მიუხედავად, რუსეთს მოუგო და საქართველო გამართლდა. ამ ორი ფაქტის ფონზე ვავა მედია კალაძის კომენტარს აფრიალებს - ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებასთან ერთად ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ და ჯარი გაეყვანათო - ამას უწუნებენ. სად იყავით მართლა რომ ყიდდნენ ქვეყანას?, - წერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი.

მისივე თქმით, საზოგადოება რეალურ ფაქტებს ხედავს როგორ ჩნდება თანაცხოვრების პერსპექტივა სწორი სახელმწიფო პოლიტიკით, როგორ იზრდება ეკონომიკა და მცირდება სიღარიბე.

„1633 რეზოლუციაზე, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრალს დებდა ომის დაწყებას - ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწერა!

ჰააგის სასამართლოზე მრავალწლიანი შრომით ქართულმა ოცნებამ, ამ რეზოლუციის თუ სხვა დამალული ფაქტების მიუხედავად, რუსეთს მოუგო და საქართველო გამართლდა.

ამ ორი ფაქტის ფონზე ვავა მედია კალაძის კომენტარს აფრიალებს - ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებასთან ერთად ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ და ჯარი გაეყვანათო - ამას უწუნებენ.

სად იყავით მართლა რომ ყიდდნენ ქვეყანას?

სად იყავით და რატომ არ შფოთდებოდით ოფიციალური რეზოლუციებით რომ ამტყუნებდნენ ჯარისკაცებს და საკუთარ იმბეცილობებს რომ ახოცავდნენ ხალხს.

საბედნიეროდ ხალხს არც სკლეროზი დამართვია და ყველაფერი ახსოვს საკუთარ ტყავზე გამოცდილებს,  საბედნიეროს საზოგადოება ბრძენია და ამ იაფფასიან ტყუილებს არ ჭამს და საბედნიეროდ რეალურ ფაქტებს ხედავს როგორ გვიჩნდება თანაცხოვრების პერსპექტივა სწორი სახელმწიფო პოლიტიკით, როგორ იზრდება ეკონომიკა და მცირდება სიღარიბე“, - წერს მარიამ ლაშხი.

მერაბ.g ეს რეზოლუცია 16 წლისაა, სად იყავით აქამდე? ხელისუფლებაში 12 წელია ხართ და მხოლოდ 2 წლის წინ რატომ აღმოაჩინეთ დასავლეთის პოლიტიკის კოლონიურობა? ყველა არჩევნებზე ნაცებს ემუქრებით და ახლა გინდათ დაგვაჯეროთ, რომ არიქა მოდის მათი აღსასრული? რაიმე თქვით თქვენს პოლიტიკურ და ეკონომიურ შეცდომებზე, კორუფციაზე!!!
1 თვის უკან