მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება-ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება-ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დიასპორასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილი არჩევნების შემდგომ პერიოდზე და ოპოზიციური პარტიების ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება.

„უნიკალური ვიდეო!

სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება:

1.საერთო პატრონის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ელემენტარული შეთანხმების მიღწევაც კი ძალიან უჭირთ (წარმატების შანსიც რომ ჰქონდეთ, კოალიციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს).

2.ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი.

3.“გამოკვლევებული“ ოთხი პარტიიდან ოთხივე დაახლოებით ერთი წონისაა (რაც ნიშნავს, რომ ბარიერს მიღმა ნაცმოძრაობაც შეიძლება ვიხილოთ. ისეთ რისკზე მიდიან, ხუთიანის ბანერებსაც არ აკვრევინებენ- ოღონდ სხვებმა ბარიერი გადალახონ, რაც მაგალითად, გახარიას შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია).

4.სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიები მოქმედებენ საერთო გეგმით.

5.ამ ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაც (ქარტიაზე ხელმოწერა) გარე ძალების დამსახურებაა.

მადლობა ქალბატონო სალომე ასეთი ლაკონური გულწრფელობისთვის, ან წამოცდენებისთვის, თქვენ უფრო იცით...“-წერს მამუკა მდინარაძე.

მერაბ.g თუ გახარიას პარტიას ბარიერის გადალახვის შანსი "პრაქტიკულად არა აქვს", დაანებეთ თავი და იმათზე ილაპარაკეთ, ვისაც შანსი აქვს - მდინარაძე, კობახიძე, რარიბაშვილი, ივანიშვილი, ტაკიმასხარა ზარქუა და საიდანღაც გამოძრობილი მაჭავარიანი, გოდუაძე ..."იმედი" "პოსტვ" "რ-2"ოპოზიციის თათხვას იწყებთ და ამთავრებთ გახარიათი, რატომ? რატომ ხარჯავთ დროს და ენერგიას თქვენი სიტყვებით ასეთ ურეიტინგო პოლიტიკოსზე და პარტიაზე? მიზეზი ორია: 1. ყველამ იცით, რომ გახარიას მზარდი რეიტინგი აქვს, მხარდამჭერები ემატება გუშინდელი თქვენი მხარდამჭერების ხარჯზე და ესაა თქვენი ფაღარათის მიზეზი 2. გახარიასთან, როგორც პიროვნებასთან და პოლიტიკოსთან ახლოს ვერ მიხვალთ კობახიძე-ღარიბაშვილი-მდინარაძე ერთად აღებული და რომ არა ივანიშვილი და მისი რესურსები იაგო გირჩის დონეზე იქნებოდით;გახსენდებათ ის დრო, როცა გახარია თვალს რომ ჩაგიკრავდათ, ან გაგიღიმებდათ, ცას წვდებოდით სიხარულით ... ახლა ფიქრობთ, რომ ის "რაღაცას იზამს" და ესეც თქვენი ფაღარათის მეორე მიზეზი
დალიეთ შემკვრელი საშუალება და დაწყნარდით, თორემ რაც გაქვთ, იმასაც დაკარგავთ!
1 თვის უკან
მერაბ.g ამ წუთას კიდევ ერთი ფაღარათიანი პაპუაშვილი გამოდის და ოპო-ზრ ლაპარაკი რით დაიწყო? "ხედავთ რა დაპირისპირებაა გახარიას პარტიაში ... რა ხდება ხსენებულ პარტიაში? დაუშვილი არ მოხვდა სიაში (იყო მე-18, მაგრამ თვითონ თქვა უარი) და თქვა ეს ჩემი გადაწყვეტილებააო... სიაში არაა დღევანდელი სხვა პარლამენტარი მოწერელიაც ...ქოცენის სიაში არაა მოქმედი 14 დეპუტატი ... არა, მაინც - ხედავთ რა ხდება გახარიასთან?:))
1 თვის უკან