„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო, - ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს“, - აცხადებენ პრეს-სამსახურში.