გვარამია, რომ სდომებოდა ხალხს პირველ ნომრად ჩაეწერებოდა, რადგან არ ჩაეწერა ესე იგი ხალხს გვარამია და მისი მხარდაჭერები არ უნდა, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას.
მისი თქმით, ხალხს უნდა მშვიდობა.
„ძალიან კარგად იცის გვარამიამ, რომ ხალხს უნდა მშვიდობა, ტრადიციები, ღვინო უნდა ბატნო გვარამია ქართველი ხალხის უმრავლესობას, რის გამოც თქვენ ვეღარ ჩამობრძანდით კახეთში და ბევრ სხვა რეგიონში. ეს უნდა ხალხის უმრავლესობას.
გვარამია, რომ სდომებოდა ხალხს პირველ ნომრად ჩაეწერებოდა. რადგან არ ჩაეწერა ესე იგი ხალხს გვარამია და მისი მხარდაჭერები არ უნდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან ის სულ იტყუება. მისივე თქმით, დასავლელი ელჩები ემზადებიან არჩევნების შემდეგ „ბასრი განცხადებები გააკეთონ“.