კრიმინალი ნაცოლიგარქების ე.წ. საპარლამენტო სიაში ისეთი აშკარა ბზარებია, რომ გარდაუვალად დამარცხების შემდეგ, რევანშისტი პოლიტიკანების ურთიერთ დაჭმა ეპილოგურ ფაზაში გადავა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული უთანხმოება და დაპირისპირება იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ დიდი ხანია ამ პარტიას შანსი აღარ აქვს და მას ვერც გარე პატრონების დახმარება უშველის.
"კრიმინალი ნაცოლიგარქების ე.წ. საპარლამენტო სიაში ისეთი აშკარა ბზარებია, რომ გარდაუვალად დამარცხების შემდეგ, რევანშისტი პოლიტიკანების ურთიერთ დაჭმა ეპილოგურ ფაზაში გადავა.
აჰმედ იმამკულიევი მისი თანხმობის გარეშე ჩასვეს სიაში;
ზაზა გოგავამ მოითხოვა სიიდან მისი გვარის ამოღება;
გავრცელებული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“ დატოვა ირაკლი ეძგვერაძემ („ჭყიპინამ“);
ავაზაკ სააკაშვილს არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა, რომ სიის პირველ ნომრად დედამისი, გიული ალასანია ყოფილიყო.
თუნდაც ჰიპოთეტურად, ეს ე.წ. პროევროპული ე.წ. პარტია გაუძღვება ქვეყანას?! ამის შანსი დიდი ხანია აღარ აქვთ და არც გარე პატრონების პოლიტიკური "დეფიბრილატორი" უშველით და არც ექსტრემიზმი. შეეგუონ ამ შეუქცევად მათთვის უმწარეს რეალობას!" - წერს გია აბაშიძე