განსხვავებით სხვა რადიკალებისგან მიხეილ დაუშვილი რადიკალიზმით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ალბათ გახარიას გუნდში სჭირდება ისეთი წევრები, რომლებიც უფრო რადიკალურად საუბრობენ და რადიკალურ ქმედებებს ჩადიან - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„გახარიას საარჩევნო სია რომ ვნახეთ, იქაც ისეთი წევრები ვიხილეთ, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური დივიდენდის შეტანა და დამატება არ შეუძლიათ გახარიას პარტიაში,“ - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.