ესეც [გვარამიას განცხადება] კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი ერთ-ერთი შემადგენელი გვარამია, არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ესეც [გვარამიას განცხადება] კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი ერთ-ერთი შემადგენელი გვარამია, არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის. ყველა კარგად ვხედავთ, რომ რეალურად წინასაარჩევნო კამპანიასაც კი ვერ მართავენ ქვეყნის შიგნით და ვხედავთ სად დარბიან. რეალურად თავიანთი პატრონების და ლობისტების განცხადებებზე არიან დამოკიდებულნი. მათი და მათი პატრონების ილუზიები აქ [არჩევნებზე] 26 ოქტომბერს დამთავრდება როდესაც ნახავენ, რა ანგარიშით წააგებს ეს მავნებლების გაერთიანება“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მაკკეინის ინსტიტუტის შემდეგ, რადიკალების რადიკალურ გეგმაზე ნიკა გვარამია ალაპარაკდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფის პარტია „ახალის“ ლიდერი ამბობს, რომ არჩევნებზე ცესკოს შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს. თქვა ისიც, რომ დასავლური ქვეყნების ელჩები ელოდებიან, როგორი ბასრი განცხადებები გააკეთონ. ასევე, ნიკა გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის პოვნა არცთუ ისე მარტივი ამბავია.