ამერიკელი რეპერი შონ "დიდი" ქომბსი ფედერალური გამოძიების ბიურომ ტრეფიკინგთან და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით 16 სექტემბერს დააკავა.
ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და ქომბსი პატიმრობაში დატოვეს.
სამართლებრივი დავა რეპერის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში დაიწყო.
კასანდრა "კასი" ვენტურამ, რომელიც ქომბსის დიდი ხნის პარტიონი იყო, ის სექსუალურ და ფიზიკური ძალადობაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება დიდიმ არაერთხელ უარყო, თუმცა, მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა, რადგან ქსელში 2016 წელს გადაღებული CCTV-ს კადრები გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ ქომბსი ვენტურაზე ფიზიკურად ძალადობს.
ქომბსი მუსიკალური მაგნატი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს გრემის სამი პრემია და თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიცაა მერაია ქერი, აშერი, მერი ჯი ბლაიჯი და ა.შ. 54 წლის რეპერი მუსიკის გარდა ქმნიდა სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, ტელევიზიის, მოდისა და ალკოჰოლის სფეროში.
როგორც ცნობილია, ქომბსს ბრალად ედება ე.წ. freak off წვეულებების გამართვა, სადაც მუსიკალურ წვეულებებს ქალების ექსპლუატაციისთვის იყენებდა. ამასთან, ცნობილია, რომ აღნიშნულ წვეულებებზე სხვადასხვა ცნობილ პირს ხშირად დიდი რაოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და სექსს აიძულებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
გარდა ამისა, პროკურორების მტკიცებით რეპერი წვეულებებზე გადაღებული ვიდეოებს მანიპულაციისთვის და შანტაჟისთვის იყენებდა. რეპერი და მისი თანამზრახველები 16 წლის განმავლობაში არღვევდნენ კანონს.
Freak off წვეულებებს ქომბსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სასამართლოს მასალების თანახმად, ეს ღონისძიებები წინასწარ დეტალურად იგეგმებოდა და ორგანიზებაში ათობით ადამიანი იყო ჩართული.
Puff Daddy წვეულებების მეფედ ითვლებოდა. მის ღონისძიებებზე მოხვედრას ცდილობდა ყველა, მათ შორის მუსიკალური ბიზნესისა და ჰოლივუდის წარმომადგენლები მაგალითად, ლეონარდო დიკაპრიო, ჯეი ზი, ბიონსე, მერაია ქერი, ჯენიფრ ლოპესი, მეგან ფოქსი, კელი ოზბორნი, ჯასტინ ბიბერი.
აღნიშნულ საქმეში ისახება ცოლ-ქმარი ჯეი-ზი და ბიონსეს კვალი, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართული იყვნენ ამ დანაშაულში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია მათ საქმესაც იძიებს. ასევე ყურადღების ცენტრშია რეპერი აშერი, რომელმაც დიდის დანაშაულებზე ყველაფერი იცოდა, თუმცა, სავარაუდოდ, შანტაჟის გამო დუმდა, ამავე მიზეზით გაჩუმდა უამრავი ვარსკვლავი, რომლებმაც ვერ გაბედეს ხმის ამოღება.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე მათგანმა თავის კლიპებში ჩადო მინიშნებითი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგალითად, ჯანსტინ ბიბერმა, მაიკლ ჯექსონმა, თუფაქმა, ემინემმმა და ა.შ.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჯანსტინ ბიბერის საქმემ, რომელზეც, როგორც ცნობილია, დიდი სექსუალურად ძალადობდა. ჯასტინ ბიბერს, რომელიც 15 წლის ასაკში აშერმა 48 საათით გადასცა Puff Daddy-ს, განუვითარდა ძლიერი ფსიქიკური პრობლემები. გავრეცელებული ინფორმაციით მაიკლ ჯექსონის, თუფაქის, ალიაჰის და ლისა ლოპესის მკვლელობაც მათ სახელს უკავშირდება.
დუეინ დეივისის ჩვენებაში ნათქვამია, რომ შონ ქომბსმა დაახლოებულ პირს, ერიკ ფონ მარტინს $1.000.000 შესთავაზა შუგისა და თუფაქის მკვლელობის სანაცვლოდ.
აღნიშნულმა საკითხმა თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ამჯერად, დიდი პატიმრობაში რჩება და მას ბრალად ტრეფიკინგი, გაუპატიურება, რეკეტი და ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვა ედება.
რეპერის წინააღმდეგ ამჟამად ორი სახის ქეისი მიმდინარეობს — სამოქალაქო და სისხლის სამართლის — ამ უკანასკნელშია ჩართული სწორედ ფედერალური ბიურო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლის შიშით, დიდი ციხეში ჭამაზე უარს ამბობს და პარანოიდულ მდგომარეობაში იმყოფება.