2020-ში არჩევნები „ოცნებამ“ წააგო, მაგრამ ძალიან მყიფე იყო ხაზი, არ იყო ასეთი დიდი სხვაობა და ამასთანავე, ძალიან მოუმზადებელი და მეტსაც ვიტყვი, ცუდად მომზადებული შეხვდა ამას დასავლეთი, - განაცხადა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დასავლეთის შეფასებები, მათ შორის, რამდენიმე ელჩის განცხადებები, კრიტიკას ვერ უძლებდა, ახლა კი, ვითარება შეცვლილია და დასავლელი დიპლომატები „ბასრი განცხადებების“ გასაკეთებლად ემზადებიან.
„დასავლური შეფასებები მაშინ, მათ შორის აქ, საქართველოში რამდენიმე ელჩის კრიტიკას ვერ უძლებდა - არ შევალ ღრმა განხილვაში. ეს ვითარება ხომ აღარ არსებობს, დასავლური ელჩები ელოდებიან, როგორი ბასრი განცხადებები გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაყალბდა.“ - განაცხადა გვარამიამ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს არჩევნები „მყიფედ წააგო“, თუმცა, ახლა 20 პროცენტიანი სხვაობით წააგებს.
„(2020 წელს) იქაც წააგო „ოცნებამ“ მყიფედ, ვგულისხმობ 5-6%-იანი სხვაობით, მაგრამ ახლა 20 %-იანით წააგებს. წარმოიდგინეთ, რომ 200 000 ადამიანით მეტი მივა, 1 900 000-ის ნაცვლად 2 100 000. ეს ხომ იზრდება ბევრად, შინაარსობრივად რა განაპირობებს ზრდას არის ის, „ოცნებასთან“ დაკავშირებით რაც მოხდა - ჩამონგრეულია პრაქტიკულად. მეორე - სუფთა მათემატიკურად, ჯამს გაზრდის დამსწრეთა და ნეგატიურად განწყობილი ბევრად მეტი იქნება „ოცნების“ მომხრეებთან შედარებით.“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად და მერე უცხოელეიბის "ბასრი განცხადებები" ზედაც თქვენი ისტერიული ნაჩხავლი წვრილად დაახვიეთ და უკან გაიკეთეთ თქვენც და იმ უცხოელებმაც!