ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.
BBC-ს ცნობით, „თავისუფლების პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 28,8% მოიპოვა. კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ 26,3% აიღო. მესამე ადგილზე 21,1%-ით „სოციალ-დემოკრატების“ პარტია გავიდა.
ლიბერალებმა და მწვანეებმა კი 9,2% და 8,3% აიღეს.
ულტრამემარჯვენეების წინასაარჩევნო კამპანია ანტისაიმიგრაციო, ანტიისლამური, ევროსკეპტიკური და პრორუსული გზავნილებისგან შედგებოდა. პარტია მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას.
ჰერბერტ კიკლის პოლიტიკურ გუნდს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არ ექნება, თუმცა კოალიციის ხელმძღვანელობის უფლებას ის მოიპოვებს. კანცლერობისთვის პარტიის ლიდერს კოალიციური პარტნიორების მოძიება დასჭირდება, რაც რთული ამოცანა იქნება - პარტიების ლიდერების უმრავლესობა ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.