27 ოქტომბრის სრული სცენარი უკვე ფაქტობრივად ცნობილია მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნის წყალობით, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ 2-3 კვირიანი სამოქმედო გეგმაც აქვთ გაწერილი. არ აღიარებენ არჩევნებს არჩევნებში მონაწილე პარტიები, თითქოსდა გაყალბების მიზეზით. ამის შემდეგ ამას დაადასტურებს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა პარიზში თქვა, რომ თუ ამ არჩევნებზე არ შეიცვლება ხელისუფლება, საქართველო აღარ იქნება.
ჩემ ვარაუდით, ოპოზიციას ეს დოკუმენტი „ქართული ქარტია“ აქვთ როგორც დროებითი ხელისუფლებისთვის საფუძველი. სალომე ზურაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ადამიანი საქართველოში“, ამის პირობას შექმნის რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.