დღეს მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და მსოფლიო პირდაპირ ბირთვული კონფლიქტის წინაშე დგას, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედი LIVE“.
„კურსკის ავანტიურა იყო ქართული მეორე ფრონტის ალტერნატივა. აუცილებლად სჭირდებოდათ გვერდიდან რაღაც მოვლენა იმიტომ, რომ იმ ცენტრალურ ფრონტზე არის აბსოლუტური კატასტროფა. საქართველოში ვერ გახსნეს მეორე ფრონტი, ვერაფრით აიძულეს საქართველოს ხელისუფლება, რომ წასულიყო ამ სიგიჟეზე.
უკრაინის არმიის საუკეთესო სარეზერვო ნაწილები გადაისროლეს კურსკში და თითქმის სრულად განადგურებულია, გამოსვლას ვერ ახერხებენ და უბედურება ტრიალებს. ზუსტად ეს უბედურება უნდოდათ საქართველოში.
საქართველო არის საკვანძო ქვეყანა ამ რეგიონში, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გაბედა და ყოფილ ჰეგემონს არ დაეთანხმა. ჩვენ ვხედავთ, ამერიკელებმა პირდაპირ ამოიტრიალეს საკუთარი თავი და დადეს მსოფლიოს წინაშე. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს არის გადაგვარებული პოლიტიკური ელიტა და ყველაფერზე მიდიან იმის გამო, რომ შეინარჩუნონ თავისი ეპოლეტები“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.