კახა კალაძე: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა ქვეყანაში მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი

კახა კალაძე: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა ქვეყანაში მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მესიჯებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი განმარტებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებითაა შესაძლებელი.

„მსოფლიოში არსებული დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დიდია საშიშროება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის მიდრეკილება აქვთ რადიკალურ დაჯგუფებებს და მათ პატრონებს. ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა. პირდაპირ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რა მუქარა და შანტაჟი არსებობდა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული შემდგომი გადასადგმელი ნაბიჯები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია შეეცდება ქვეყნის გაერთიანების პროცესს ხელი შეუშალოს, ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევნებში მოსახლეობის მაქსიმალური მონაწილეობა.

„ჩვენ გვაქვს ქვეყნის გაერთიანების სურვილი ურთიერთშერიგებით, ურთიერთპატივისცემით. სხვანაირად შეუძლებელია. ამ განცხადების შემდეგ, ვნახეთ რადიკალური ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა. ყველაფერს გააკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ამ პროცესებს ხელი შეუშალონ, ამიტომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა გარანტი იმისა, რომ შეინარჩუნებს მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერაბ.g ასე თქვენც ლაპარაკობთ, მაგრამ წარსულში ნათქვამი ბევრი ტყუილის გამო ბევრი არ გენდობათ! თქვენი "ქუდზე კაცით" გამოდის რომ ხალხმა გახარიას პარტიას უნდა მისცეს ხმა!
1 თვის უკან