ლევან მაჭავარიანი: თუ დავაკვირდებით ბოლო 4-5 თვის განმავლობაში გამოქვეყნებულ რეიტინგებს, აბსოლუტურად ყველა რეიტინგში ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე

ლევან მაჭავარიანი: თუ დავაკვირდებით ბოლო 4-5 თვის განმავლობაში გამოქვეყნებულ რეიტინგებს, აბსოლუტურად ყველა რეიტინგში ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე

თუ დავაკვირდებით ბოლო 4-5 თვის განმავლობაში გამოქვეყნებულ რეიტინგებს, აბსოლუტურად ყველა რეიტინგში ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გლობალური ინოვაციების ინდექსის მონაცემების შეფასებისას.

„თუ დავაკვირდებით ზოგადად ბოლო 4-5 თვის განმავლობაში საერთაშორისო სააგენტოების მხრიდან გამოქვეყნებულ რეიტინგებს, აბსოლუტურად ყველა რეიტინგში ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე, ვუსწრებთ აბსოლუტურად ყველაფერში დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა.