ნაომი კემპბელს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აეკრძალა, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ინგლისელი სუპერმოდელის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ფინანსური გადაცდომები იყო. როგორც გაირკვა, თანხა არასათანადოდ იხარჯებოდა, მათ შორის ძვირადღირებულ სასტუმროს ნომრებზე, ფრენებზე, კემპბელის პირად დაცვაზე და ა.შ
ამასთან ერთად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზაცია მიღებულ მილიონობით ფუნტიდან რეალური მიზნებისთვის ძალიან ცოტას გასცემდა.
"მე ახლა შევიტყვე ამ აღმოჩენების შესახებ და ძალიან შეშფოთებული ვარ" — განაცხადა ნაომი კემპბელმა.
აღსანიშნავია, რომ მოდელს საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობა ხუთი წლის ვადით აეკრძალა, ეს შეზღუდვა შეეხება მასთან დაკავშირებულ ორ პირს, ბიანკა ჰელმიჩსა და ვერონიკა ჩოუსაც.