გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამოჩეულ იმ 14 ქვეყანას  შორის დასახელდა, რომელიც ინოვაცური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამოჩეულ იმ 14 ქვეყანას  შორის დასახელდა, რომელიც ინოვაცური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა. კვლევა  მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს  ეძღვნება. საქართველო მსოფლო რეიტინგში 8 ადგილით დაწინაურდა, საუკეთესო 60 ქვეყანას შორის 57-ე პოზიციაზე გავიდა და მსოფლიოს იმ 14 გამორჩეულ ქვეყნას შორის დასახელდა, რომელიც გამოცემის თანახმად, ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა. საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულშია, თურქეთის გარდა ყველა მეზობელ ქვეყნას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება და  ერთპიროვნულად ლიდერობს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორისაც. საქართველომ გამორჩეულად მაღალი შეფასებები მიიღო ისეთი მიმართულებებით როგორიცაა, „მთავრობის ეფექტიანობა“, „ბიზნეს გარემო“, „სამეწარმეო პოლიტიკა და კულტურა“, „შრომის პროდუქტიულობა“.

„მთავრობის ეფექტიანობით“, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა. „მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 79,1% დაიმსახურა,  უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფეტიანობის რეიტინგში საქართველოს  ჩამორჩება: იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა და ა.შ.

მთავრობის ეფექტიანობის ინდიკატორი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმატების მიხედვით  ასახავს „საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ.“

 განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ „ბიზნეს გარემოს“ გლობალურ რეიტინგში. შეფასების 100%-იანი სისიტემით საქართველომ 86,1% დაიმსახურა და მსოფლიოში 8-ე ადგილზე გავიდა. „ბიზნეს გარემოს“ მიხედვით საქართველო დიდი შვიდეულის ყველა ქვეყნას უსწრებს და ევროპის საუკეთესო სამეულშია დანიასთან და შვეიცარიასთან ერთად.

საქართველოსათვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა  სამეწარმეო პოლიტიკის და კულტურის ინდიკატორი, სადაც საქართველო მსოფლიოში 2-ე ადგილზე გავიდა და ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ყველაზე დიდ წარმატებას კი ქვეყანამ „შრომის პროდუქტიულობის“ ინდიკატორში მიაღწია. შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

https://www.wipo.int/web-publications/global-innovation-index-2024/assets/67729/2000%20Global%20Innovation%20Index%202024_WEB2.pdf