ჩვენს ქვეყანას, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა და მშვიდობისთვის თითოეულმა ადამიანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და სპორტიდან პოლიტიკაში გადავინაცვლე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.
„მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვიცავ მშვიდობას და ყოველთვის დავიცავ, მითუმეტეს იმ გუნდთან ერთად, რომელმაც ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, რომ შევერთებოდი ამ ძალიან მაგარ გუნდს, მაგარ ადამიანებს და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რაც ამოძრავებს მეორე მხარეს“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.