ეს არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად მივიღო მონაწილეობა იმ მნიშვნელოვან რეფორმებში, რომელსაც პირდაპირ პროპორციული გავლენა აქვს ქვეყანაში კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნებაზე, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული კურსის მატარებელი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნოს სიის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ გაცხადებული სამოქმედო გეგმა უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას და მზად არის მის განხორციელებაში წვლილი თავადაც შეიტანო.
„საერთო ჯამში გამოცდილება, რომელიც დავაგროვე და ის სამომავლო მიზნები, რაც არის გაცხადებული ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამით, მე მაძლევს ყველანაირ საფუძველს იმისთვის, რომ თავადაც შევიტანო წვლილი იმ ყოველივეს შესრულებაში, რეალიზებაში, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.