„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის მე-7 მ/რ-ში, ე.წ. ბროწეულის სკვერში მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატი მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო. მათ „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და საინფორმაციო მასალა გადასცა.
„მათთან დაუგეგმავმა, სპონტანურმა შეხვედრამ დამარწმუნა გლდანელი ამომრჩევლის ერთგულებასა და კეთილსაიმედო დამოკიდებულებაში. ვერც ერთი უცხოელი ლობისტი, ან უცხო ქვეყნის დაფინანსებული აგენტი ვერ შეცვლის ხალხის ნებას. ხალხი ირჩევს მშვიდობას ომის ნაცვლად; სტაბილურობას ნგრევის ნაცვლად; შერიგებას შუღლის ნაცვლად; გაერთიანებას ტერიტორიების ჩაბარების ნაცვლად!“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.