„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, სურამში, ჩუმათელეთისა და იტრიის მოსახლეობას შეხვდა.
ამომრჩეველთან შეხვედრისას ზაალ დუგლაძემ შეაჯამა სოფელში განხორციელებული პროექტები და ისაუბრა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.
დელეგატის თქმით, ადგილობრივებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. მოეწყო სკვერი, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სამომავლოდ იგეგმება ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები, რაც დასახლებებში წყლის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს.