„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულელ სპორტსმენებს შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ხელისუფლების მიერ სპორტის განვითარებისათვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილა, ასევე ისაუბრა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ.
ასევე, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე.