„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიის თასზე „პალერმოსთან“ მატჩის (5:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კარგად მუშაობენ, მაგრამ სამუშაო გასაუმჯობესებლად კიდევ აქვთ.
„გვინდოდა მომდევნო ეტაპზე გასვლა, რაზეც თამაშის წინ ვისაუბრეთ. მომეწონა გუნდის დამოკიდებულება და სურვილი, მაგრამ გარკვეულ ხარვეზებზე სამუშაო ყოველთვისაა.
ახალწვეულები, მაკტომინეი, გილმორი, ბონჯორნო, სპინაცოლა, გუნდს კარგად შეერწყნენ. კარგად ვმუშაობთ და ეს მოედანზეც ჩანს. როდესაც „ინტერში“ მივედი, ყველაფრის განახლება მომიწია, ახლა დაახლოებით ასეა „ნაპოლიშიც“, მაგრამ რეკონსტრუქციას მანამდე არსებულ საფუძველზე ვახდენთ. ახალმა ფეხბურთელებმა გუნდში ახალი ენერგია მოიტანეს.
კვირაში ერთხელ თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა სიტუაციაზე ვიმუშაო და ბიჭებთან ჩემი იდეები უფრო მეტად მივიტანო“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის თასის მერვედფინალში სტუმრად „ლაციოს“ შეხვდება, ხოლო სერია A-ს უახლოეს ტურში 29 სექტემბერს, „მონცას“ უმასპინძლებს.