ჩაკვეტაძე:

ჩაკვეტაძე: "უოტფორდში" ბედნიერი ვარ, აქ ყველაფერი მაქვს"

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტის 2029 წლამდე განახლების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ინგლისურ კლუბში ბედნიერია და იქ ყველაფერი აქვს.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, აქ ყველაფერი მაქვს. მენდობიან, ამიტომ, ახალ კონტრაქტს დავთანხმდი. აქ ყველაფერი მომწონს, ხალხი მომწონს, პერსონალი, ფეხბურთელებთან მუშაობა.

საწყისი ორი-სამი თვის შემდეგ დავიწყე პროგრესი და უფრო მეტი დროის მოედანზე გატარება. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ყოველჯერზე უკეთ ვითამაშო და შემდეგ ჯერზე მეტი მინდა“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით 44 მატჩში თავი 2 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა. ქართველი მანამდე „დინამო თბილისის“, „გენტის“, „ჰამბურგის“ და „სლოვანის“ რიგებში გამოდიოდა.