ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ამნისტიის შესახებ კანონზე" ხელმოწერას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს რომ ზურაბიშვილში გონიერება საერთოდ განულებულია.
ის სვამს კითხვას, რა საჭირო იყო ამნისტირებულ პატიმართა 10 დღიანი წვალება, თუ პრეზიდენტი მაინც აპირებდა დოკუმენტზე ხელის მოწერას.
"აგენტოკრატიის ელემენტში, ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილში გონიერება საერთოდ განულებულია - რა საჭირო იყო ამნისტირებულ პატიმართა 10-დღიანი გაწვალება, თუკი მაინც ხელს მოაწერდა დოკუმენტს? საერთოდ გასულია რაციონალურად მოაზროვნე ადამიანობიდან და თავი ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს. ამ დროს არარაობაა და რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო გატანჯული გახდება, როცა ვადა ამოეწურება." - წერს აბაშიძე.