„ნაცმოძრაობაში" საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მიეცეს.
„ნაცმოძრაობაში" საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩავატარე. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, ძალიან ფრთხილად და არავინ უნდა დაუშვას ასეთი პროვოკაციების მოწყობა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ჩვენ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.