ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, რომელიც საჯაროდაც გახდა ცნობილი, ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.
„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება, თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ელჩთან. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს და ეს გზავნილი საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.