ანრი ოხანაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი დღისთვის. მათ იციან, რომ განწირულები არიან ისტორიული მარცხისთვის, ამიტომ დაიწყება ტალღა, რომელსაც ავანგარდში უნდა ჩაუდგნენ საერთაშორისო მისიები

ანრი ოხანაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი დღისთვის. მათ იციან, რომ განწირულები არიან ისტორიული მარცხისთვის, ამიტომ დაიწყება ტალღა, რომელსაც ავანგარდში უნდა ჩაუდგნენ საერთაშორისო მისიები

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი დღისთვის. არჩევნების დღესვე დაიწყება სწორედ ეს მობილიზება, მათ იციან, რომ განწირულები არიან ისტორიული მარცხისთვის, ამიტომ დაიწყება ტალღა, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა

წამყვანმა მას ჰკითხა, რას აკეთებს ხელისუფლება მაშინ, როდესაც იცის, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი არეულობისთვის.

„ჩვენ ერთი მხრივ, გვაქვს ვალდებულება, რომ საზოგადოების სრული ინფორმირებულობა მოვახდინოთ და ჩვენ ამას ვაკეთებთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი დღისთვის. არჩევნების დღესვე დაიწყება სწორედ ეს მობილიზება. მათ იციან, რომ განწირულები არიან ისტორიული მარცხისთვის, ამიტომ დაიწყება ტალღა და ამ ტალღას, როგორც ამ [მაკკეინის ინსტიტუტის] ანგარიშში ვკითხულობთ, ავანგარდში უნდა ჩაუდგნენ საერთაშორისო მისიები, კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის საუბარია ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე. პირდაპირაა საუბარი იმაზე, რომ უვიზო რეჟიმის გადახედვა უნდა მოხდეს და ასევე კონგრესმა უნდა დაიწყოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. პირდაპირ წერია, რომ უნდა განახორციელონ მაქსიმალური „მონიტორინგი“, აქ საუბარია ცესკო-ზე წნეხზე.

ჩვენ [ხელისუფლებამ] ერთი მხრივ საზოგადოებს უნდა ვუთხრათ ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ხვდება ჩვენი საზოგადოება, კარგად არის გათვითცნობიერებული უკვე ამ პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ამ უსამშობლოებს არ მივცემთ არცერთ სივრცეს უკანონობისთვის. ყველაფერს ექნება ადეკვატური, სამართლიანი პასუხი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარება და რაც მთავარია, დაცული იყოს ქართველი ხალხის ნება. ის, რომ მათ [ოპოზიციას] სურთ გარედან მოხდეს საზოგადოების ნებაზე ზემოქმედება, ეს არ მოხდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ხალხის გამოხატული ნება იყოს დაცული და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობით განვაგრძოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.