მიხეილ ყაველაშვილი: კითხულობენ რა საჭიროა ამ ბანერებისა და ვიდეო კოლაჟის ჩვენებაო? რას ჰქვია რა საჭიროა! ჩვენს ზურგზე გადაიარა იმ მშვიდობის ფასმა, რაც დღეს ქვეყანაშია

მიხეილ ყაველაშვილი: კითხულობენ რა საჭიროა ამ ბანერებისა და ვიდეო კოლაჟის ჩვენებაო? რას ჰქვია რა საჭიროა! ჩვენს ზურგზე გადაიარა იმ მშვიდობის ფასმა, რაც დღეს ქვეყანაშია

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებზე ასახული ომისა და მშვიდობის  თემის წარმოჩენისადმი ოპოზიციის და პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას  პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც  ყაველაშვილმა აღნიშნა,  საჭირო იყო საზოგადოებისთვის, იმის შეხსენება, რაც ომს მოაქვს, რადგან ხელისუფლების ზურგზე გადაიარა იმ მშვიდობის ფასმა, რაც დღეს საქართველოშია.  

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერების გასაპროტესტებლად პოსტებს წერენ დილიდან და შეურაცხყოფას აყენებენ იმ საზოგადოებას, რომელიც „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი პოლიტიკის კურსს უჭერს მხარს. სამარცხვინო უწოდა ამ ხალხს პრეზიდენტმა. აღარ ვაპირებ ამ ქალს პრეზიდენტი ვუწოდო. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს, ის კი პირდაპირ არის ჩართულ მე-5 კოლონის საარჩევნო ბაკქანალიაში. სასაცილოა, როცა ეს ქალი სხვის ქმედებას უწოდებს სამარცხვინოს,  რეალურად კი მისი საქციელია სამარცხვინო. ის სისხლის ფასად ავირჩიეთ პრეზიდენტად. საზოგადოებამ, რომელსაც ოჯახის წევრები უწამეს, ბიზნესი წაართვეს, მოუკლეს შვილები, დაინახა, რომ ხელისუფლებაში  ნაძირალების დაბრუნების საფრთხე  იყო და პრეზიდენტად არჩევას დაუჭირა მხარი. ზურაბიშვილმა კი, რომელიც გარე ძალების მხრიდან პირდაპირი დავალებების შემსრულებელია, სწორედ ამ ხალხს ჩააფურთხა სულში.

კითხულობენ - რა საჭიროა ამ ბანერებისა და ვიდეო კოლაჟის ჩვენებაო? რას ჰქვია რა საჭიროა! ჩვენს ზურგზე გადაიარა იმ მშვიდობის ფასმა, რაც დღეს ქვეყანაშია. საჭირო იყო საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რაც ომს მოაქვს. სწორედ იმაზე ითხოვდნენ ჩვენგან თანხმობას, რაც  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერებზე და ვიდეო კოლაჟშია ასახული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.