ირაკლი ქადაგიშვილი: ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდების თემა და ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობაა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდების თემა და ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობაა

ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდების თემა და ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმების საკითხზე კომენტირებისას.

„წინა დღეს მიიწვიეს და პროპაგანდისტული აჟიოტაჟი რომ შეექმნათ, მეორე დღეს მიწვევა გააუქმეს. ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად სასოწარკვეთილი დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, ქვეყნის მიმართ, რომელმაც ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა: „3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია“.