ძალიან მკაფიოდ იყო ხაზგასმული თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, ის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რაც საქართველოს აქვს სრულად იყოს გამოყენებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერ-მინისტრი სგაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლაზე.
„მნიშვნელოვანია ვახსენოთ ოკუპაცია, რომელიც არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ის გზავნილი, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან, რომ გვსურს მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთ სახელმწიფოში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.