„ქართული ოცნების “საარჩევნო სიის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ყველა კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 55-დან 65%-ამდე აქვს რეიტინგი. მისივე თქმით, ოპოზიციის დამარცხება გარდაუვალია.
„ქართული ოცნება“ უალტერნატივოა. ჩვენ, არაერთი კვლევით, 55-დან 65%-ამდე გვაქვს რეიტინგი. რაც შეეხება ოპოზიციას, ესენი, თავიდან ბოლომდე შანტაჟზე აგებული პარტიები და ძალიან უსუსურები. მათ ველზე პულსი საერთოდ არ ეზომებათ და მაგათი დამარცხება გარდაუვალია“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. სია 170 წევრიანია. 93 წევრის შემდეგ ყველა ახალი სახეა.