ირაკლი კირცხალია გახარიასა და ხაზარაძის პარტიებზე: ერთი წამით დავუშვათ, რომ ამ ძალებს უწევთ მთავრობის დაკომპლექტება, რა დღეში ჩავარდებოდა ჩვენი ქვეყანა

ირაკლი კირცხალია გახარიასა და ხაზარაძის პარტიებზე: ერთი წამით დავუშვათ, რომ ამ ძალებს უწევთ მთავრობის დაკომპლექტება, რა დღეში ჩავარდებოდა ჩვენი ქვეყანა

ერთი წამით დავუშვათ მართლა აპოკალიფსური სცენარი, რომ დღეს საერთოდ არ არის პარტია „ქართული ოცნება“ და ამ ძალებს უწევთ ამ დარბაზში მთავრობის დაკომპლექტება, რა დღეში ჩავარდებოდა ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პარტიების საარჩევნო სიებზე საუბრისას.

„ძირითადი ნაწილი, ყველა ძველი პოლიტიკოსი, „ნაცმოძრაობიდან“ და ასე შემდეგ, პირველ ეტაპზე გაერთიანდნენ. შემდეგ დარჩა გარეთ ხალხი, როგორიც არის მარგველაშვილი და ასე შემდეგ, რომლებიც ბოლოსთვის მოიტოვეს და ასე მიდის ახლა - მოდი, ამას მე შევიერთებ, მოდი, ეს შენთან წამოვიდეს. ამით კიდევ ერთხელ ხდება სრული ლუსტრირება იმისა, რომ ესენი რეალურად ერთი გუნდია. ერთი წამით დავუშვათ, მართლა აპოკალიფსური სცენარი. რომ „ქართული ოცნება“ არ არის დღეს საერთოდ პარტია და ამ ძალებს უწევთ ამ დარბაზში მთავრობის დაკომპლექტება, რა დღეში ჩავარდებოდა ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.