გიორგი გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Facebook-პოსტს გამოეხმაურა.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენგან უხერხული არ არის? არ გიტყდება შენ, რწმენაზე, ნათელმირონზე და ტრადიციებზე საუბარი?“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნების“ ახალ, წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა დაწერა:
„„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“.