დავით მათიკაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზავნილი ჩვენ ოს და აფხაზ და-ძმებთან მიმართებით, როდესაც ყველა ხიდის აღდგენა იქნა დაანონსებული

დავით მათიკაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზავნილი ჩვენ ოს და აფხაზ და-ძმებთან მიმართებით, როდესაც ყველა ხიდის აღდგენა იქნა დაანონსებული

ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზავნილი ჩვენ ოს და აფხაზ და-ძმებთან მიმართებით, როდესაც ყველა ხიდის აღდგენა იქნა დაანონსებული, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

მისი თქმით, პრემიერმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა.

„უმნიშვნელოვანესი იყო კიდევ ორი საკითხის გაჟღერება. ერთი, საერთაშორისო თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად გადაქცევის კუთხით, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონული თვალსაზრისით მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. და რა თქმა უნდა, იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენ ოს და აფხაზ და-ძმებთან მიმართებით, როდესაც ყველა ხიდის აღდგენა იქნა დაანონსებული“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.