ირაკლი კირცხალია: პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუჟღერა მსოფლიოს, თუ სად ვდგავართ, სად მივდივართ, რა სტრატეგია გვაქვს და რეალურად როგორ მუშაობს მშვიდობაზე დაყრდნობილი სტრატეგია

ირაკლი კირცხალია: პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუჟღერა მსოფლიოს, თუ სად ვდგავართ, სად მივდივართ, რა სტრატეგია გვაქვს და რეალურად როგორ მუშაობს მშვიდობაზე დაყრდნობილი სტრატეგია

ასეთ მოცემულობაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, აბსოლუტურად ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ ვთქვათ, ამ ტერიტორიების დაბრუნება წარმოგვიდგენია მხოლოდ ურთიერთშერიგებით, მშვიდობითა და ერთობით და არა ომით და სისხლისღვრით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

„გუშინაც ვიხილეთ, რომ ერთ-ერთ უმაღლეს ტრიბუნაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუჟღერა მთელს მსოფლიოს, თუ სად ვდგავართ, სად მივდივართ, რა სტრატეგია გვაქვს და რეალურად როგორ მუშაობს მშვიდობაზე დაყრდნობილი სტრატეგია, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, არამედ, რეგიონულ ჭრილშიც“, - აღნიშნა კირცხალიამ.

არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა - ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს, - ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდა. 79-ე სესიაზე მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის წინსვლას და უკეთეს მომავალს.