პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაეროშიც ხმამაღლა თქვა - აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან, განვითარებულ საქართველოში უალტერნატივოა. დროებითი საოკუპაციო ხაზები გაქრობადია, ხოლო ურთიერთმიტევების, ნდობის აღდგენისა და საერთო განვითარებაზე ზრუნვის ხიდები აღდგენადია,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაეროში საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას.
მისივე თქმით, გლობალურ ორომტრიალში საქართველო არ გადაუხვევს იმ ისტორიული პრიორიტეტებიდან, რასაც ეწოდება სახელმწიფოებრიობა, ღირსება და ეროვნული ინტერესები.
„ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაეროშიც ხმამაღლა თქვა - აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან, განვითარებულ საქართველოში უალტერნატივოა. დროებითი საოკუპაციო ხაზები გაქრობადია, ხოლო ურთიერთმიტევების, ნდობის აღდგენისა და საერთო განვითარებაზე ზრუნვის ხიდები აღდგენადია.
გლობალურ ორომტრიალში საქართველო არ გადაუხვევს იმ ისტორიული პრიორიტეტებიდან, რასაც ეწოდება სახელმწიფოებრიობა, ღირსება და ეროვნული ინტერესები.
მშვიდობა კი ის საკაცობრიო სიკეთეა, რომელიც უნდა განმტკიცდეს როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ კავკასიაში და ფართო რეგიონში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე ნაცპროპაგანდის სამარცხვინო ჭორები, რომ იქნებოდა რაღაც კაპიტულანტური გზავნილები, აორთქლდა, ხოლო რადიკალების გაქრობა კი, 26 ოქტომბერს და მის მიღმა გარდაუვალია,“- წერს გია აბაშიძე.