შალვა პაპუაშვილი: დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი

შალვა პაპუაშვილი: დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი

დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წმინდა დედოფალი ქეთევანის ცხოვრება, მმართველობა, სიბრძნე, ღვაწლი და სიმტკიცე არის საქართველოს ნამდვილი სახე, მაგალითი და ძნელბედობის ჟამს ჩვენი ქვეყნის მანათობელი ლამპარი.

„დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, მის შთამომავლობას, მთელ საქართველოს, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი.

შაჰის კარზე მძევლად მყოფი დედოფალი გაუმკლავდა მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ულტიმატუმს. მისი ჭეშმარიტი სარწმუნოება ვერ შეძრა ვერც გამაჰმადიანების მოთხოვნამ, ვერც კათოლიკობის მიღების წინადადებამ, შვილების სიცოცხლით შანტაჟმაც კი. მან გაუძლო საშინელ წამებას და აღესრულა პირველ ქრისტიანთა მსგავსი წმინდანის მოწამეობრივი აღსასრულით.

წმინდა დედოფალი ქეთევანის ცხოვრება, მმართველობა, სიბრძნე, ღვაწლი და სიმტკიცე არის საქართველოს ნამდვილი სახე, მაგალითი და ძნელბედობის ჟამს ჩვენი ქვეყნის მანათობელი ლამპარი. შეგვეწიოს მისი ლოცვა სრულიად საქართველოს!” - წერს შალვა პაპუაშვილი.