აშშ-ს საელჩო განმარტავს, რატომ გაუუქმდა ირაკლი კობახიძეს ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა

აშშ-ს საელჩო განმარტავს, რატომ გაუუქმდა ირაკლი კობახიძეს ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განმარტავს, რატომ გაუუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ პასუხშია ნათქვამი, მოწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთება გახდა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რისი მიზეზიც გახდა მზარდი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტი-დემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ“, - აცხადებენ საელჩოში.

კარლო თქვენი წყალობით და ხელშეწყობით, რაც ეხლაც გინდათ რომ გააკეთოთ, ხალხის ქუჩაში ხოცვა ალბათ დემოკრატიისკენ წინსვლა იყო. გამოჩნდა თქვენი ნამდვილი სახე, ვინც ხართ და რაც გამოძრავებთ.
2 თვის უკან
მერაბ.g "ქვეყნის პრემიერი, რომლის 20% ოკუპირებულია..." წერს მდინარაძე; ამ ტექსტით კობახიძის 20%-ია ოკუპირებული; მდინარაძე, ქვეყნის საკითხებზე რომ აკეთებ ფართე განცხადებებს, იქნებ ჯერ ქართული ენის გრამატიკაში გემეცადინა რა ვქნა :))
2 თვის უკან
მერაბ.g თუ არ გინდოდათ, არ დაგეპატიჟათ; ბაიდენის გამოყლევებაზე ამის დაბრალება არ გამოგივათ; ამას გამიზნული შეურაცხყოფის სუნი უდის! პრემიერი ცუდია, თუ კარგი, გასაკრეჭია, ტუ გასაპარსი, ის ჩემს ქვეყანას წარმოადგენს და ლგბტ ხელისუფლების დასაწუნი არავინაა!
2 თვის უკან