გიორგი ვოლსკი: ბინძური პოლიტიკისა და ღალატის გამოხატულება არის გახარია თავისი ქმედებებით

გიორგი ვოლსკი: ბინძური პოლიტიკისა და ღალატის გამოხატულება არის გახარია თავისი ქმედებებით

ბინძური პოლიტიკისა და ღალატის გამოხატულება არის გახარია თავისი ქმედებებით, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ბინძურ პოლიტიკაზე ლაპარაკისას გახარიასგან გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.

„შაველაშვილი თავისი ფინანსური რესურსით რა საკვირველია გახარიასთვის მისაღებია, საჭიროა. აქედან გამომდინარე, როდესაც ბინძურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს. გამოხატულება ბინძური პოლიტიკისა და ღალატისა არის გახარია თავისი ქმედებებით, ახლო წარსულშიც და ამ წუთსაც, მიმდინარე პარლამენტშიც“,- აღნიშნა ვოლსკიმ.


„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი გახარია შოთა შალელაშვილს პარტიულ სიაში, ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ 2 მილიონ ლარს სთხოვს.

მერაბ.g 1. შალელაშვილის ფინანსური რესურსები ბინძური თუა, რატომ მოხვდა ის 2016 წლის პარლამენტში თქვენი სიით? თუ მერე გაბინძურდა, რაც თქვენთან ყოფნა არ ისურვა?
2. გახარიას პოლიტიკა რატომაა ბინძური? 20 ივნისს და კოვიდის დროს მის მზეს ფიცულობდით და მერე შეერია მღვრიე? რაც შეეხება თქვენგან წასვლას - უთანხმოება მოხდა მელიას დაჭერის ფორმაზე, თორემ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის და სხვა, უფრო ცივილური ფორმით მისი დაჭერა გახარიას ინიციატივა იყო; არ დაუჯერეთ და რა მოიგეთ? დაჭერილი მელია რატომ გაათავისუფლეთ? ის რატომ არ გაასამართლეთ? 19 აპრილის სამარცხვინო შეთანხმებას ხელი რატომ მოაწერეთ? გახარიას ნათქვამისთვის რომ დაგეჯერებინათ, ის არც გასაშვები გაგიხდებოდათ და არც 19 აპრილი იქნებოდა!
2 თვის უკან