"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ გელაურს ეწვია, იგი „ჩაის ფაბრიკის“ დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს დასახლების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.