"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, არაყიშვილის N11-ისა და ლორთქიფანიძის N34-ის მობინადრეებს შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრებზე ისაუბრა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. ასევე მოისმინა მობინადრეთა საჭიროებები.
„ადგილობრივებმა ღია მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოგვიცხადეს, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ერთგულად გავაგრძელოთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი პრობლემების გადაჭრა,“- განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე.