ამაში მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ მან [გვარამიამ] ფორმალურად გადააფორმა თავის მეუღლეზე წილები, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობს ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც წამოსცდა, რომ ის ფულს იღებს მედიისგან და რადგან ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყაროდ გვევლინება მედია, არის თუ არა ეს დარღვევა და რასთან გვაქვს საქმე.
„ამაში მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ მან [გვარამიამ] ფორმალურად გადააფორმა თავის მეუღლეზე წილები. მისი არის ეს ტელევიზია თავისი შემოსავლით, გასავლით და სარედაქციო პოლიტიკით. უცხოელები ფიქრობენ, რომ ქართული საზოგადოება ტყუვდება და ვინმე ფიქრობს, რომ „მთავარი არხი“ ვინმე სხვისია?! მგონი ახალი არაფერი უთქვამს [გვარამიას], უბრალოდ ამ დროს გეღიმება ადამიანს, როდესაც თავად ასეთი წამოცდენები აქვთ. თუ რაიმე დარღვევაა, ამას შესაბამისი გამოხმაურება ექნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანმა მის საავტორო გადაცემაში „ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას სტუმრობისას განაცხადა, რომ რეკლამების რაოდენობა მომრავლდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც მისთვის ცუდია, მაგრამ ტელევიზიისთვის კარგი.