მოდით ემოციების გარეშე შევხედოთ ამერიკელების მორიგ „სპეცოპერაციას“ საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. დიახ, ეს გახლავთ სწორედაც რომ სპეცოპერაცია - სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მეთაურს ჯერ გაუგზანო მიწვევა აშშ-ს პრეზიდენტის სახელით დაგეგმილ ღონისძიებაზე (ვახშამზე) და მერე გააუქმო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ქართული დელეგაციის მიწვევის გაუქმებას.
როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაციაა”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები და რაღაცით მაინც უშველოს მის ადგილობრივ ოპოზიციად წოდებულ აგენტურას.
“მოდით ემოციების გარეშე შევხედოთ ამერიკელების მორიგ „სპეცოპერაციას“ საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. დიახ, ეს გახლავთ სწორედაც რომ სპეცოპერაცია - სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მეთაურს ჯერ გაუგზანო მიწვევა აშშ-ს პრეზიდენტის სახელით დაგეგმილ ღონისძიებაზე (ვახშამზე) და მერე გააუქმო.
აშშ-ის ადმინისტრაციას შეეძლო უბრალოდ არ გაეგზავნა მიწვევა და აეხსნა ეს იმით რითიც ახსნა, მიწვევის გაუქმება. თუმცა, სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია,“ რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები და რაღაცით მაინც უშველოს მის ადგილობრივ ოპოზიციად წოდებულ აგენტურას, პულსი რომ ძლივს ესინჯება.
მე კი ვფიქრობ, რომ ამერიკელებმა ვერ გადახარშეს ის ბოღმა, რაც დაუგროვდათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს ელჩს მკაფიოდ ეთქვა, რომ თუ აშშ გააგრძელებდა საქართველოს მიმართ იმ ხაზს რაც აირჩია, საქართველოს მხრიდანაც მოხდებოდა აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა. აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაციისგან საქართველოს მისამართით ეს ბოლო გასროლა კი შავ ლაქად დარჩება ორმხრივ ურთიერთობებში.
თუმცა, როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს!” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.