ხვალ მივდივარ წალენჯიხაში, სადაც საღამოს 8 საათზე დიდი ღონისძიება გვაქვს და მოსახლეობას შევხვდებით, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„სამეგრელოში 6 ოქტომბერს არის წარდგენა და ჩვენი ლიდერების ჩასვლა ზუგდიდში, ასევე იქნება დიდი ღონისძიება. თქვენ იცით, რომ ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია და შესაბამისად, მთელი არსენალი გატყორცნილი ჰყავთ ამ „უსამშობლოებს“ იქ. დაწყებული „ნაცმოძრაობიდან“, შემდეგ ხაზარაძე და მისი ამალა, შემდეგ გვარამია და მელია და ბოლოს გახარია. ყველა მათგანს შეხვდებით ამ რეგიონში.
მე და ჩემი წალენჯიხელები ყველას ღირსეულ და საკადრის პასუხს გავცემთ. ის შეცდომა, ის გაუგებრობა, რაც იყო ადგილობრივ თვითმმართველობაში, დასრულდება. როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს გავიმარჯვებთ და შემდეგ უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც გავიმარჯვებთ, რადგან ალტერნატივა არ არსებობს. ყველამ ნახა რასთან გვაქვს საქმე და ყველა დარწმუნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.