ერთადერთ, რასაც მათგან ვისმენთ, არის დაგვიჭერენ, დაგვაპატიმრებენო და გავიგეთ. ეს არის მგონი მათი პოლიტიკური განაცხადი, რაც აქვთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა რას ფიქრობს პარტია „საქართველოსთვის“ ბრიფინგთან დაკავშირებით, სადაც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო არ არის მშვიდი და ბრალდებები გაისმა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ მათი ოპონენტების მიმართ მიმდინარეობს მუქარა, თვალთვალი და ამაზე სათანადო რეაგირება არ არის საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
„ამაზე [ბრიფინგისთვის] არ მიდევნებია თვალი და გახარიას და მისი ჯგუფის ბრიფინგებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთ, რასაც მათგან ვისმენთ, არის დაგვიჭერენ, დაგვაპატიმრებენო და გავიგეთ. ეს არის მგონი მათი პოლიტიკური განაცხადი, რაც აქვთ. გასაგებია, წარსულში პროკურორი როდესაც იყო ადამიანი, ალბათ აქეთკენ მიუწევს ხელი და გული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.