"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ქალაქ ყვარელში მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას განიხილეს ხელისუფლების მიერ მიმდინარე და დასრულებული პროექტები. როგორც დელეგატმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყვარელში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს ქალაქ ყვარლის წყალმომარაგება - წყალარინების ქსელის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა, პროექტის მიხედვით, ადგილზე მოეწყობა საფილტრი და სატუმბი სადგური და საქლორატოროები.
ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი - გივი ზაუტაშვილი.